კახა კოჟორიძე - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში კოჟორიძემ განმარტა, სამართლაინობის აღდგენის დაპირების მიუხედავად, მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ სისტემაზე დადო ფსონი, რომელი სისტემის წინააღმდეგაც 2012 წელს ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

“ამაზე საუბარი ერთი თვის წინ არ დაწყებულა. ბოლო ექვსი წელია მიდის საუბარი, რომ ქვეყანაში საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, რომ არ უნდა დაიდოს ფსონი იმ მოსამართლეებზე, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომ უნდა შეიცვალოს სისტემა, ხედვები და კადრები პროკურატურაში, შს სამინისტროში და სხვა სამართლადამცავ ორგანოებში. ამ პრობლემის დიაგნოზი ჩვენ უკვე იმ აქციებზე ვიხილეთ, სადაც არაერთი შვილმკვდარი მშობელი გამოვიდა, რომლებიც თავის ტკივილს საქვეყნოდ აცხადებდნენ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა