ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული გია ძირკვაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ბესო ქათამაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილე გია ძირკვაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. იგი სამართალდამცველებს პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც გია ძირკვაძე ამბობს, იგი დაკითხვაზე იმყოფებოდა და მასზე სამართალდამცველებს ზეწოლა არ განუხორციელებიათ. ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის განყოფილებასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და წევრები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდსხმას აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვენ.

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

“გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს. საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა