საქართველოს საპატრიარქოს დღეს მსოფლიო საპატრიარქოს მაღალი რანგის მღვდელმთავრები ეწვევიან

საქართველოს საპატრიარქოს დღეს მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები ეწვევიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ დღეს საპატრიარქოში მიიღებს.

„მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ასევე 17 ივნისს, უწმინდესის საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად სტუმრობდა. საპატრიარქოს განმარტებით, სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო