ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

“გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს. საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო