კახა კოჟორიძე - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში კოჟორიძემ განმარტა, სამართლიანობის აღდგენის დაპირების მიუხედავად, მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ სისტემაზე დადო ფსონი, რომელი სისტემის წინააღმდეგაც 2012 წელს ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

“ამაზე საუბარი ერთი თვის წინ არ დაწყებულა. ბოლო ექვსი წელია მიდის საუბარი, რომ ქვეყანაში საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, რომ არ უნდა დაიდოს ფსონი იმ მოსამართლეებზე, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომ უნდა შეიცვალოს სისტემა, ხედვები და კადრები პროკურატურაში, შს სამინისტროში და სხვა სამართლადამცავ ორგანოებში. ამ პრობლემის დიაგნოზი ჩვენ უკვე იმ აქციებზე ვიხილეთ, სადაც არაერთი შვილმკვდარი მშობელი გამოვიდა, რომლებიც თავის ტკივილს საქვეყნოდ აცხადებდნენ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა