გია გაჩეჩილაძე - კრიზისული ვითარება ქვეყანაში არსებობს სოციალური თვალსაზრისით, თუმცა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად

კრიზისული ვითარება ქვეყანაში არსებობს სოციალური თვალსაზრისით, თუმცა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან მიმართებით საგარეო ფაქტორებმაც იმოქმედა. გია გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ახლა ნელ-ნელა ხდება კრიზისის დაძლევა.

„კრიზისული ვითარება ქვეყანაში არსებობს სოციალური თვალსაზრისით, თუმცა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო. საქართველოში ეს ძალიან მძიმედ აისახა და ახლა ნელ-ნელა ამ კრიზისის დაძლევა ხდება. ამან გამოიწვია ქვეყანაში ინფლაციის დონის მატება, გაიზარდა ფასები და ბუნებრივია, რომ ამან საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა