ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდების მხარე კი დღევანდელ პროცესზე საქმის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ, ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს