აზერ სულეიმანოვს, რამინ ალახვერდიევს და თემურ აბაზოვის ნათესავს გირაო შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს მიმართ 4-4 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდება 5-5 ათას ლარს ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულების გირაოს გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს