დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს

ამერიკაში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის დაკავების გადაწყვეტილება მიღო, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა გირაოსთან დაკავშირებული პირობები პოლ მანაფორტისთვის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გარკვეულ დროს, სისხლის სამართლის საქმის განხილვის მოლოდინში, საპატიმროში გაატარებს“, - წერს სააგენტო.

მოსამართლე ემი ბერმანმა შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურორების ბრალდების შედეგად მიიღო, რომლის თანახმად, მანაფორტი და მისი თანამოაზრე ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

სასამართლო სხდომა მანაფორტის საქმეზე სექტემბრისთვის დაინიშნა. 2017 წლის 30 ოქტომბერს მანაფორტისა და მისი პარტნიორის, რიჩარდ გეითის წინააღმდეგ გამოქვეყნდა 12 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება, რომელიც გულისხმობს ფულის გათეთრებას, გადასახადების გადაუხდელობას, თაღლითობას და უცხოურ დაწესებულებაში რეგისტრაციის გარეშე ლობისტად მუშაობას.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა