დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, ამ ზაფხულს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამ ზაფხულს შეხვდეს. ამის შესახებ „politico.eu“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრის საკითხი წამოიწია მათ შორის აპრილში გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მანამდე, მიმდინარე კვირას ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპისა და რუსეთის მიმართულების დირექტორმა რიჩარდ ჰუკერმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ თეთრი სახლი პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ იდეის შესწავლის პროცესშია.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ კი ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადება მოჰყავს, სადაც აღნიშნეს, რომ ამ თემაზე პროგრესი ჯერ არ შეინიშნება. როგორც სერგეი ლავროვის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რუსული მხარე ორიენტირებულია იმაზე, რომ მოხდეს პოზიტიური შინაარსის ნაწილის ფორმულირება და საუკეთესო სახით მოემზადონ ამ ღონისძიებისთვის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა