GIPA-ს სტუდენტების ინიციატივით, ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ გაიმართება

GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 17:00 საათზე, GIPA-ს მმართველობის სკოლის ტერიტორიაზე, იეთიმ გურჯის #7-ში ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 28 ნამუშევარი, რომელთაგან 3 საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, კერძოდ, I ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამებზე; II ადგილი - FUJIFILM INSTA MINI 8; III ადგილი - წიგნი "ქართული ფოტოგრაფია" (ავტ.იური მეჩითოვი). პირველ სამეულს, ასევე, ქართული ღვინის კომპანიის “გიუაანის” ღვინის ოთახის საჩუქრები გადაეცემა.

„ფოტოკონკურსი და დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა GIPA-მ ახალგაზრდების თვალით დანახული ფოტოებით გადაწყვიტა, რომელთა დათვალიერების შესაძლებლობაც სტუმრებს ცერემონიაზე შეეძლებათ. ღონიძიების სპონსორია ენერგეტიკული სასმელი RED-BULL და გამაგრილებელი სასმელი RC Cola Georgia“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს