სოფელ იორმუღანლოში დღეს სამედიცინო ცენტრი „დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში დღეს სამედიცინო ცენტრი “დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან - წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა “მზერადან“ მიწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. სამედიცინო ცენტრ “დიაგნოზს“ ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. შესაბამისად, 24-საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას.

“დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გაიხსნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს