თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი (საქართველო), კენ აისო (იაპონია), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი/საქართველო), ლევან ცხადაძე (საქართველო), გიორგი გვანცელაძე (საქართველო), საფესტივალო ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებს მირიან ხუხუნაიშვილი. საღამოზე შესრულდება პასკულის, ვერდი - ბასის, ბელინი - ლორველიოს, ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

„ფესტივალის მიზანია უკვდავჰყოს გენიალური ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და არაერთი პრემიის ლაურეატის - თენგიზ ამირეჯიბის სახელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ კულტურაში. საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა, მან აღზარდა პიანისტთა თაობები, რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მის აღზრდილებს შორის არიან პიანისტები - მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ხატია ბუნიათიშვილი, ელისო ბოლქვაძე, თამარ ლიჩელი და მრავალი სხვა.

ფესტივალმა ჩვენ საზოგადოებაში დიდი პოპულარობა და სიყვარული დაიმსახურა.“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

თ. ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო