„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის“ დღის ცენტრში ნარდის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრში ნარდის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრში ჩატარებულ ნარდის მოყვარულთა ტურნირში მონაწილეობა 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილი თამაზ გოგორიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ვახტანგ სამადაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დანა ხასაევამ მოიპოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ სამაგიდო თამაშებში ტურნირს ვაწყობთ. ადრეც არაერთხელ გაგვიმართავს ამგვარი შეჯიბრება, თუმცა ნარდის ეს ტურნირი განსაკუთრებულად წარმატებულად ჩატარდა, რამეთუ იგი თავად ბენეფიციართა თხოვნით მოეწყო. ვცდილობთ, ჩვენი დღის ცენტრის სტუმრებს კომფორტული გარემო შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველი ადამიანების სოციალურ რეაბილიტაციას“, - განაცხადა „ჩერნოვეცკის ფონდის“ დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

„ჩერნოვეცკის ფონდი“ უახლოეს პერიოდში მორიგი ტურნირის ჩატარებას, ამჯერად ჭადრაკში გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა