სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“ წერს.

„ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს“, - წერს გამოცემა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ფაშინიანს სურს, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ. „თუ ორჯერ ზედიზედ პრემიერობის კანდიდატი არ დასახელდება, ეს გამოიწვევს პარლამენტის ავტომატურ დათხოვნას, რის შემდეგაც სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

იხილეთ ვიდეო: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა გადადგეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს