ENPARD-მა და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორო ნილ სკოტი ესწრებოდნენ.

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები კარს უხსნის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრისკენ. სოფლის განვითარების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა უკეთ შეძლებს ამ პოტენციალის გამოყენებას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა.

ნოდარ კერესელიძის თქმით, ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა უპერეცედნტოა. „უკვე განხორციელდა ორი ფაზა და მესამე ფაზაზე გადავედით. მესამე ეტაპის მთავარი აქცენტი არამხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა, არამედ არასასოფლო–სამურნეო აქტივობებსაც მოიცავს. მაგალითად, როგორიც არის ტურიზმის განვითარება. ჯამში, ევროკავშირის დახმარების სამივე ფაზა არის უპრეცედენტოდ დიდი და ის თითქმის 500 მილიონი ლარია“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, 22 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

„პროექტის „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ის ფარგლებში“ ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი უშუალო დახმარებას გაუწევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს, ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკა.

პროექტის „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. მისი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერა სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებში. ორივე პროექტი სრულადაა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტები განხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო