„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში წინანდალში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

2018 წლის თებერვალში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივდათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გაცემულია 146 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 3,790,671 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1,499,830.69 ლარი. პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა გიორგი ლუარსაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, სენსორულივერტიკალური ფრეზის და საწამლი მოწყობილობის შესაძენად 54,000 ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.

სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად). სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო