ნინო ჩიქოვანმა კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ გამხსნელ სესიას მოდერატორობა გაუწია

ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიების მეორე დღის გამხსნელი სესიის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იყო.

მათი ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებს. ამ საკითხის ფარგლებში ნინო ჩიქოვანმა იმ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ამ კუთხით კონკრეტულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს. მან ისაუბრა DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისზე, რომელიც პალატამ ევროკავშირის პროექტის ფინანსური ხელშეწყობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით დანერგა.

სესიის ფარგლებში „უკეთესი კომუნიკაცია რეგიონსა და გლობალურ ეკონომიკას შორის“, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე - გენადი არველაძე, ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და განვითარების მდივნის მოადგილე - ვაინო რეინარტი და გერმანიის ფედერალური საერთაშორისო ოფისის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში - ანდრეას პეშკი. სესიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ასევე დასავლეთ-აღმოსავლეთის სავაჭრო და სატრანზიტო კორიდორზე, ამ კუთხით მიმდინარე პროექტებსა და ახალ ინიციატივებზე, ასევე ენერგოუსაფრთხოების თემაზე.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა