ირაკლი კობახიძე - ჯერჯერობით კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის

ჯერჯერობით კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა საუბარი მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაზე. კობახიძის თქმით, მთავრობის ფორმირების დასრულდების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება.

"ჯერჯერობით დაკავებული ვართ მთავრობის ფორმირებით და როგორც კი დასრულდება მთავრობის ფორმირება, ალბათ განახლდება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით, არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ფორმირება დასრულდება და ამის შემდეგ განვაახლებთ კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს