ზაზა გაბუნია - “ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია

“ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ოზურგეთში მომხდარ ინციდენტს. ზაზა გაბუნიას თქმით, ოზურგეთის ინციდენტი სწორედ ამის მაგალითია.

“პოლიტიკურ პროცესში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანა, რასაც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა". არის უპასუხისმგებლო და მარგინალური გზა. ამასთან, მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

ოზურგეთში გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს