ირაკლი კობახიძე - შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ

შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ კანონის შესაბამისად ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„გუშინ იყო სამწუხარო ინციდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, მაქსიმალურად სცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად, ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს ან პროვოკაციები განახორციელოს, ან რომელიც შეიძლება, პროვოკაციებს წამოეგოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს