ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია, თუმცა, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები. ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ფორმირების პროცესები სავარაუდოდ მომდევნო კვირისთვის დასრულდება.

"რაც შეეხება მთავრობას, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა. მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მესამე სექტორის მოთხოვნას, რომ თანამდებობა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იქნება, თუ არა ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, კობახიძის თქმით, „უნდა დაველოდოთ მამუკა ბახტაძის პოზიციას“.

"პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ჩვენ მამუკა ბახტაძის პოზიციას და ამის შემდეგ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან კომენტარების გაკეთება კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროცედურებზეც ისაუბრა. "შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას. ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან. სულ მცირე, დასასახელებელია ახალი კანდიდატი ფინანასთა სამინისტოსთვის. იქნებიან, ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა