„ნაციონალური მოძრაობა“ - საჯარო სამსახურებში დასაქმებული "ქართული ოცნების" აქტივისტები ოპოზიციას თავს ესხმიან, რაზეც ძალოვანი სტრუქტურები რეაგირებას არ ახდენენ

"ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული ოპოზიციას თავს ესხმიან, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის 30 აპრილს ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. გია აბულაძე ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატზე, ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და დამნაშავეები დასაჯოს.

"ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში, თავს ესხმიან საკრებულოს დეპუტატებს, რაზეც ძალოვანი სტრუქტურები რეაგირებას არ ახდენენ. 2018 წლის 30 აპრილს გამთენიისას ბიძინა ივანიშვილს გადაჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხე. „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის და ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოითხოვეს დოკუმენტების წარმოდგენა და უკანონობის აღკვეთა. ასობით პოლიციელის თვალწინ ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა თენგიზ შავიშვილი თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, ბათუმის საკრებულოს წევრს ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს, ასევე ქობულეთის საკრებულოს წევრს ბონდო თედორაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ედუარდ თედორაძეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

პოლიცია არის ხელფეხშეკრული და გაფრთხილებული არიან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინონ მომხდარ დანაშაულზე. პოლიციელები უშუალოდ ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენის პროცესს, როცა შეიარაღებული შავიშვილები თავს ესხმოდნენ ადამიანებს, თუმცა, რეაგირებას არ ახდენდნენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალიჩინოსნებისგან მიღებული აქვთ დავალება, რომ რეაგირება არ მოახდინონ.

როგორც ჩანს დაუსჯელობამ წაახალისა ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებიც და გუშინ თავს დაესხნენ ოზურგეთის საკრებულოს წევრსა და აგვისტოს ომის მონაწილეს ბესო ქათამაძეს.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დააკავოს პოლიციამ და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი „ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს წევრები და შეუწყდეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციისთვის უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიცია რეაგირებას არ ახდენს",- განაცხადა გია აბულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა