კახა კალაძე - მშენებლობების დროს მთავარია ყველაფერი სწორად და ხარისხიანად გაკეთდეს, რომ ქალაქის ურბანული განვითარება არ დაზიანდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის #33-ში მცხოვრებლებთან შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს. კახა კალაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა ჭავჭავაძის #33-ში, მცხოვრებლების საპროტესტო აქციას, რომლებიც ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევენ.

„როგორ არ არის შეხვედრა შესაძლებელი, რა პრობლემაა?! ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენი სამსახურები ხვდება და მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რამე კითხვები არსებობს, რამე თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისში მშენებლობების დროს მთავარია ყველაფერი სწორად და ხარისხიანად გაკეთდეს, რომ ქალაქის ურბანული განვითარება არ დაზიანდეს.

„მშენებლობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გაკეთდეს. მაღალსართულიანი შენობების არაშენება ეს რაღაც ლოგიკას მოკლებულია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ სწორად და ხარისხიანად ისე, რომ არ დავაზიანოთ ქალაქის ურბანული განვითარება, ქალაქის სწორი განვითარება - ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ჩვენ უნდა დავეფუძნოთ ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმას“, - განაცხადა კალაძემ.

ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კიდევ ერთხელ, აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ყოფილი სკვერისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო და რამდენჯერმე შეჩერდა. მათივე განცხადებით, სასამართლომ მშენებელ კომპანიას K2-ის კოეფიციენტთან დაკავშირებით 22-სართულიანი შენობის აგება აუკრძალა, თუმცა 2018 წლის თებერვლიდან ადგილზე მშენებლობა კვლავ განახლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა