ქუთაისში ხანძრის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის დემონტაჟის სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N20-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა, გადახურვის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე დროებითი გადაიხურა, რაც ამინდის მოსალოდნელ გაუარესებას უკავშირდება.

სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე დღეში გადასახურ მასალასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის დემონტაჟის სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს