გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუხიანის მე-2 მ/რ-ის N5 კორპუსში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 16 საკანალიზაციო ჭა მოეწყობა, 347 გრძივ მეტრზე კი გოფრირებული მილი განთავსდება.

ამასთან, გლდანის რაიონის გამგეობამ სახურავების შეკეთებაც დაიწყო, ილორის ქ. N11-ში, 1100 კვ.მ-ზე ქანობიანი სახურავის გადახურვა, ა მ/რ-ის N52 კორპუსში კი ლიფტის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება.

გარდა ამისა, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე დასრულდა, გლდანის მე-3 მ/რ N86 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელის 116 გრძ.მ-ის შეცვლა განხორციელდა; ა მ/რ-ის N52 კორპუსში 150 გრძ.მ-ზე შიდა წყალგაყვანილობის ქსელი შეიცვალა. გლდანის მე-2 მ/რაიონის N24 „ბ“ კორპუსში 490 კვ.მ-ზე და მუხიანის მე-4 ბ მ/რ-ის N29 კორპუსში ბრტყელი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობამ სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო