საჩხერეში დიალიზის განყოფილება გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. ახალგახსნილი განყოფილების დათვალიერების შემდეგ, ის პაციენტებს პირადად გაესაუბრა. ადგილზე მკურნალობას საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან. ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში დიალიზის 15 აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დიალიზის განყოფილების გახსნამდე პაციენტები სერვისის მისაღებად თბილისის და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავდნენ. მათი ტრანსპორტირებისთვის თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. დღეს კი, თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტშივეა შესაძლებელი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და პროექტის შედეგად 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო