გარდაბნის მუნიციპალიტეტს „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ რეანიმობილი გადასცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტს „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საჩუქრად ახალი რეანიმობილი გადასცა. სპეცმანქანა ხელოვნური სუნთქვის აპარატით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი და სხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით და ელექტრომქაჩებით არის აღჭურვილი.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, მისი პირველადი ფუნქცია იქნება მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკას შორის. აღჭურვილობა საუკეთესოა და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

ავტომობილის გადაცემის ცერემონიას დღეს გარდაბანში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარდაბნის ხელისუფლების პირველი პირები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რეანიმობილის გადაცემით მუნიციპალიტეტს დიდი პრობლემა მოეხსნა, რადგან წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს საკუთარი კატასტროფის მანქანა არ ჰყავდა და ბრიგადის გამოძახება თბილისიდან უწევდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა