ოლიმპიადა „სვიფტი“ ოთხ საგანში გამარჯვებულ მონაწილეებს დააჯილდოებს

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ხვალ სასკოლო ოლიმპიადა „სვიფტი“ ოთხ საგანში, ინგლისურ და ქართულ ენებში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში გამარჯვებულებს დააჯილდოებს, - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ცხრა ქალაქში ჩატარებული ოლიმპიადის ფარგლებში, თითოეულ საგანსა და კლასში ხუთი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც „სვიფტისგან“ სპეციალური საჩუქრით, ქობულეთში შემეცნებთი ბანაკის საგზურით დაჯილდოვდებიან. ბანაკში მოსწავლეები შემეცნებითი და გასართობი ტიპის აქტივობებში ჩაერთვებიან. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ოლიმპიადა „სვიფტის“ პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს გადასცემენ.

„სვიფტის“ პარტნიორები სერვანტესის სახელობის კერძო სკოლა-ლიცეუმი აია-ჯესი, ასვეე ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი არიან, რომლებიც სვიფტელებს ოლიმპიადის ჩატარების პროცესში მასპინძლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეებს აღიარებული უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი „ლინგვინგი“ და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ცენტრი „ლოსთი“ სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებენ.

„სვიფტის“ გამორჩეული პარტნიორი და დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი სვიფტელ აბიტურიენტებს განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული მეთორმეტე კლასელები 100 % და 75 %-იანი საგრანტო ვაუჩერით დაჯილდოვდებიან, ქართულის, მათემატიკისა და ინგლისურის გამარჯვებული პირველადგილოსანი აბიტურიენტები კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში 50%-იანი საგრანტო ვაუჩერით ისარგებლებენ. გარდა ამისა, იბსუ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ გამარჯვებულ სვიფტელებს ორ დღიანი ტრენინგითა და ქალაქგარეთ ექსკურსიებით დააჯილდოვებს.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში „სვიფტს“ კიდევ ერთი ექსკლუზივი ეკუთვნის - საუკეთესო სვიფტელების მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალურად მათთვის შექმნილ დასასვენებელი ბანაკის საგზურებს მიიღებენ.

ოლიმპიადა „სვიფტმა“ უყურადღებოდ არც მშობლები დატოვა და დედის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში მშობლებისათვის უპრეცედენტო საჩუქარი, მილანის სამი ორკაციანი საგზური „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაათამაშა.

სასკოლო ოლიმპიადა „სვიფტის“ დამფუძნებელი, ირაკლი ვეფხვაძე, მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის პირველი სეზონი წარმატებით ჩატარდა და ათასობით მოსწავლეს განვითარებისა და ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა მიეცა:

„ჩვენი ოლიმპიადა 2018 წლის გაზაფხულის სეზონზე პირველად ჩატარდა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას აუმაღლებს და მისცემს შესაძლებლობას ინოვაციური და განსხვავებული მეთოდებით მიიღონ განათლება და შეამოწმონ საკუთარი ცოდნა. “,- განმარტა „სვიფტის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ვეფხვაძემ.

„სვიფტი“ ახალი სასკოლო ოლიმპიადაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ცხრა ქალაქში 2018 წლის გაზაფხულის სეზონზე დაიწყო. ოლიმპიადა ოთხ საგანში, ქართულში, ინგლისურში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ტარდება. თითოეულ საგანსა და კლასში ხუთი საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა, ფინალისტი სვიფტელები კი სწავლის განახლებასთან ერთად მიიღებენ დამსახურებულ დიპლომებსა და სერტიფიკატებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო