„მზიურში“ ფერების ფესტივალი მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო, რომელმაც მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იყოს ქალაქში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ფერების ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყო და ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“.

ღონისძიების განმავლობაში, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და DJ-ები: ჯგუფი „არა“, PERCDUO, DJ Yurin, DJ Noxiron, YST წარსდგებიან.

ღონისძიება „მზიურის“ პარკში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს