გარემოს ეროვნული სააგენტო - მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, 16 ივნისს საქართველოში საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში - სეტყვა. 17-18 ივნისს კი საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება. თბილისში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +23, +25 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპარატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.

თელავში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +25, +27 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება. ქ. ბათუმში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +22, +24 გრადუსი იქნება.

17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.

ქუთაისში 16 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20,+22 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

ზუგდიდში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +19,+21 გრადუსი იქნება. 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა