კახა კალაძე - მთავრობის ფორმირების თაობაზე მსჯელობა პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან ერთად მიმდინარეობს და ყველაფერი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ფორმირების თაობაზე მსჯელობა პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან ერთად მიმდინარეობს და ყველაფერი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება, - ამის შესახებ კლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა, კონსულტაციები მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთად. ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც და უახლოეს დღეებში ყველაფერი გახდება ცნობილი. როდესაც ჩამოვყალიბდებით, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს კანდიდატებს", - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა დარჩეს, თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, კალაძეს არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ მინისტრობის კანდიდატებს თვითონ მამუკა ბახტაძე წარუდგენს საზოგადოებას.

"ადამიანებზე, ვიზეც მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული, ძალიან მალე და თავად პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს ამ კანდიდატებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა