ირაკლი კობახიძე - შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ

შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ კანონის შესაბამისად ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„პარასკევს იყო სამწუხარო ინციდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, მაქსიმალურად სცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად, ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს ან პროვოკაციები განახორციელოს, ან რომელიც შეიძლება, პროვოკაციებს წამოეგოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე - შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს