გიორგი ვაშაძე - ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის გამოვლინება რუსთაველის გამზირზე უკანონო დაკავებებით დაიწყო და მარნეულსა და ოზურგეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებებით გაგრძელდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.

„ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც წარსულში უფლებადაცვითი საქმინობით იყო დაკავებული, საკუთარ განცხადებაში მომხდარი წარმოაჩინა, თითქოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბესო ქათამაძე მივიდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებთან, მიიტანა გარკვეული ბლაგვი საგანი და მისცა ხელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ფაქტობრივად ჩუგოშვილის განცხადებიდან ჩანს, თითქოს ბესო ქათამაძემ, ძალით ჩააარტყმევინა და გაატეხინა თავი „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატებს.

ქვეყანაში შექმინილია საგანგაშო სიტუაცია ძალადობის კუთხით. ჩვენ „ახალი საქართველო“ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ძალადობასთან დაკავშირებით;

მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მკაცრი რეაგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რათა გამოყენებული იყოს ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო კუთხით არსებული ყველა მექანიზმი, რათა შეჩერდეს ეს ძალადობა;

მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას - ჩვენი ერთიანი პოზიცია ამ ძალადობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ, დააფიქსირეთ საკუთარი მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

მივმართავთ სამოქალაქო სექტორსა და არასამათავრობო ორგანიზაციებს - აქტიურად ჩაერთონ ძალადობის აღკვეთის პროცესში. მოდით, ერთობლივად დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორიო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ფუნდამენტურად ახალი თაობის რეფორმები.

15 ივნისს, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს