ზაზა გაბუნია - “ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია

“ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ოზურგეთში მომხდარ ინციდენტს. ზაზა გაბუნიას თქმით, ოზურგეთის ინციდენტი სწორედ ამის მაგალითია.

“პოლიტიკურ პროცესში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანა, რასაც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", არის უპასუხისმგებლო და მარგინალური გზა. ამასთან, მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

ოზურგეთში პარასკევს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა