დღეს “ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართება

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში დღეს „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიების ინიციატორია მწერალი დათო ტურაშვილი.

“ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაიკითხოს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლებიც და სკოლის მოსწავლეებიც.

„დამოუკიდებლობის დარბაზში სპეციალურად ამ დღისთვის წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა