ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქიის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქიის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ორი მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც გუშინ რამდენიმე საათით მოძრაობა აიკრძალა.

"გადაუღებელმა წვიმამ მთაში ღვარცოფული პროცესები გამოიწვია და კლდის ნაშალი ჩამოიტანა.სანიაღვრე არხმა მოვარდნილი ქვა-ღორღის გატარება ვერ შეძლო და წყალი ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა. მძიმე ვითარება იყო ორ მონაკვეთზე, წუხელვე გავხსენით გზა, თუმცა ამ ეტაპზე გზის სრული გაწმენდა მიმდინარეობს“, - განცხადა კახეთის საგზაო სამმართველოს დირექტორმა თამაზ აბდულაშვილმა.

ადგილზე პრევენციის მიზნით მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქიის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა