გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ჭერემმა სოფელ ჭორემთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

"მდინარე ჭერემი ადიდდა და გზის ნაწილი წაიღო. სტიქიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა დაიწყებს მუშაობას. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება დროულად მოხდეს გზის აღდგენა", - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა