დღეს სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სხდომას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი წარუძღვება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

რამდენიმე დღის წინ სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს ზურგის არეში სავარაუდოდ დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი პოლიციელი სამართალდამცავებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე გულისხმობს. სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმავე დღეს დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს