საქართველოში თურქეთის საელჩოში თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა მიმდინარეობს

დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩოში, თურქეთის ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა მიმდინარეობს.

საქართველოში თურქეთის საელჩოში საარჩევნო უბანი დილის 09:00 საათზე გაიხსნა.

პირველი, ვინც ხმა მისცა, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი იყო.

თურქეთის მოქალაქეები ხმის მიცემას თბილისის დროით 21:00 საათამდე შეძლებენ.

გარდა თბილისისა, თურქეთის მოქალაქეები ხმის მიცემას დღეს ასევე შეძლებენ ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის რამდენიმე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა