კიევში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ მარშზე, სამართალდამცველებსა და ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა

კიევში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ თანასწორობის მარშზე, სამართალდამცველებსა და ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.

ნაციონალისტური ორგანიზაციები აღნიშნული მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

როგორც კიევის პოლიციაში განაცხადეს, აღნიშნული შეტაკების შედეგად ხუთი პოლიციელია დაშავებული. სამართალდამცველებმა 57 ადამიანი დააკავეს.

„დილის 06:00 საათზე 200-მა ადამიანმა ქუჩა გადაკეტა, რათა მარში არ ჩატარებულიყო. ამიტომაც პოლიციამ ზომები მიიღო ქუჩის გასახსნელად“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა.

ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებმა უარი განაცხადეს ქუჩა გაეთავისუფლებინათ. შედეგად, პოლიციამ ისინი ქუჩიდან გაიყვანა, რის შედეგადაც მათ შორის ჩხუბი მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა