გურჯაანის სოფელ ჭერემის მოსახლეობა, რომელიც გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთი ჩახერგილია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა მდინარემ მოანგრია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სტიქიამ დაზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 15 ოჯახი დახმარების მოლოდინშია.

"ასეთი სტიქია არ გვახსოვს. გზის ორი ნაწილი სრულად არის ჩახერგილი. გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. დახმარებას ვითხოვთ. სოფელში არ გვაქვს მაღაზია და სხვა აუცილებელი ობიექტები. გურჯაანის მერი იყო ადგილზე მოსული და როგორც გვითხრეს, სამუშაოები მალე დაიწყება“, - განაცხადა ადგილობრივმა ვაჟა მაჩხაშვილმა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღიცხვა, ასევე პარალელურად ხდება სპეციალური ტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოები ცოტა ხანში დაიწყება.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს