"ნაციონალური მოძრაობის" წევრი - მოვითხოვთ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან ოზურგეთში აქციები დაიწყება

"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთში ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება.

„მუხლის გადაკვალიფიცირებას და ოზურგეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ვითხოვთ, - ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით მჟავანაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატ ბესო ქათამაძეს "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, გამოძიება მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატ ტარიელ აროშიძეს ედავება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ ინცინდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯა და მუხლის გადაკვალიფიცირება თუ არ მოხდება, ხვალიდან ოზურგეთში საპროტესტო აქციები გაიმართება.

"ჩვენ მივეცით ვადა, რათა კანონიერ ჩარჩოებში მოექცნენ. ჩვენ არ ვითხოვთ, იმას რაც არ მომხდარა. არსებობს უამრავი მტკიცებულება და მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული. ისინი ცდილობენ ერთ კაცს შეაწმინდონ ხელი. მოვითხოვთ, მუხლის გადაკვალიფიცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ფართომაშტაბიანი აქციების გამართვას დავიწყებთ. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდნენ",- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ორი დღის წინ, ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. მათი თქმით, ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს