ადვოკატი სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან გამოძიება რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რეალურად ასე არ არის“, - ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

"პროცესის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მკვლელობა მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, მაგრამ არა იმ მუხლით, რასაც გამოძიება ედავება. ფაქტიურად მოხდა პოლიციაში არაადამიანური მოპყრობა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ეს ფაქტიც. მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა, რაც გარდაცვლილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაყენა. მანამდეც იყო შეურაცხყოფა, არამხოლოდ მის მიმართ, არამედ სოფელში სხვა პირების მიმარ. პოლიციის უფროსი მტრულად იყო განწყობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიციერებას 109-ე მუხლის ნაცვლად 108-ე მუხლით, რაც თავიდან იყო და მერე პროკურატურამ დაუმძიმა. ფაქტის დროს ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში",- განაცხადა ბესიკ ტაკიძის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა.

ადვოკატი სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა