ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა სირია უნდა დატოვოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს შეატყობინა, რომ ისრაელი ზომებს მიიღებს, რათა სირიაში ირანის სამხედრო ყოფნა არ დაუშვას.

ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ამ კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვესაუბრე. მე გავუმეორე მათ ჩვენი ძირითადი პრინციპები სირიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, ირანმა უნდა დატოვოს სირია; მეორე, ჩვენ ზომებს მივიღებთ ისრაელის საზღვართან ირანის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას სირიის ნებისმიერ წერტილში შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, პარასკევს კრემლის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას სირია-ისრაელის საზღვართან უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით არსებული საკითხი განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა