ზაზა გაბუნიამ შუახევის მუნიციპალიტეტში მეწარმე ოჯახები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტში მეწარმე ოჯახები მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარე სოფელ ჭვანაში როლანდ ქათამაძის ოჯახს ესტუმრა, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს და ახლახან საკალმახე მოაწყო. დეპუტატმა ასევე დაათვალიერა საოჯახო სასტუმრო სოფელ ახალდაბაში.

„მიხარია ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების ნახვა. ისინი სარგებლობენ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით. მათი საქმიანობა არის ძლიერი სტიმული სხვა მოქალაქეებისთვისაც", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად აღნიშნულ შეხვედრებში, პარლამენტში შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო