შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ენუქიძე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, კონტანტინოს ლენოსს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთსა და საქართველოში უკანონო მიგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურას, მის ძირითად ფუნქციებს, ასევე, ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გაძევებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნო.

კონტანტინოს ლენოსმა დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი

დაათვალიერა და იქ არსებული უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაცია

მიიღო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო