საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაშველები ამ წუთებში ცდილობენ მის დახმარებას.

ორმოში, სადაც მუშაა მოყოლილი, წყალია. სამაშველო ბრიგადები წყლის ამოტუმბვას და მუშის ამოყვანას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა