ნიუ-ჯერსის შტატში ერთ-ერთ გამოფენაზე სროლის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიჭრა

ნიუ-ჯერსის შტატში ერთ-ერთ გამოფენაზე სროლის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაიჭრა. სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა ქალაქ თრენთონში მოხდა, სადაც ყოველწლიური გამოფენა იმართება.

მერსერის ოლქის პროკურორის ანჯელო ონოფრის განცხადებით, 20-დან 16 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლაში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე მყოფმა პოლიციელმა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, საპასუხო ცეცხლი გახსნა, მას შემდეგ რაც გამოფენაზე სროლა დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა