საფრანგეთში 24 წლის ქალმა ორი ადამიანი დაჭრა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალმა, რომელიც „ალაჰ აქბარს“ ყვიროდა, ორი ადამიანი დანით დაჭრა. ამის შესახებ რადიოსადგური „ფრანსინფო“ იუწყება.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. ის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოქალაქეებს დღეს დილით დაესხა თავს.

დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომელი და კლიენტი, რომლებმაც მსუბუქი ჭრილობები მიიღეს.

თვითმხილველების განცხადებით, 24 წლის ქალი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.

ტულონის პროკურორის განცხადებით, საქმე შეიძლება გვქონდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან, თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ის რადიკალი იყოს.

ამ დროისთვის თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო